logo
ENG



არ შეიძლება ქვეყანაში პატარა ჯგუფი მდიდრდებოდეს და ყველა დანარჩენი ღარიბდებოდეს - ვაშაძე

01 ივნ 202010:21
3 წუთის საკითხავი
 

"ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, აბაშის მუნიციპალიტეტში მარცვლეულის საშრობი ცენტრის უფუნქციოდ დატოვება გააპროტესტა.

ვაშაძის თქმით, ცენტრი 2012 წლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ გააჩერა, რაც ქვეყნისთვის უდიდესი პრობლემაა. 

"როგორ უნდა განვითარდეს ეს სოფლის მეურნეობა თუ ასეთ პროექტებს ანადგურებ და უფუნქციოდ ატარებ. იცით რამდენი ფულია ამაში დახარჯული?! აბაშა ყოველთვის იყო სიმინდის, მარცვლეულის მთავარი ტერიტორია. ამას ადასტურებს ის, რომ ივანიშვილმა ყველაზე მეტი ტერიტორია შეისყიდა აბაშაში. არ შეიძლება, რომ ქვეყანაში პატარა ჯგუფი მდიდრდებოდეს და ყველა დანარჩენი მოსახლეობა ღარიბდებოდეს. ეს აუცილებლად უნდა დავამთავროთ", - განაცხადა ვაშაძემ. 


close დახურვა